პროკურატურამ, პირს, რომელმაც თბილისში დედა და ძმა მოკლა ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ თბილისში მომხდარი დამამძიმებელ გარემოებებში ოჯახის წევრების განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა.

პროკურატურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისში, ბრალდებულმა დედას და ძმას სხეულის სხვადასხვა არეში დანით დაზიანებები მიაყენა, რის შედეგადაც ორივე ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული 20 მარტს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის „კ” და „ლ” ქვეპუნქტებით (ორი პირის განზრახ მკვლელობა, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულს პატიმრობა უკვე შეუფარდა.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები