ელენე ხოშტარიას 1 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა

“დროას” ლიდერს, ელენე ხოშტარიას სასამართლოს გადაწყვეტილებით, 1 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა. გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი არევაძემ გამოაცხადა.

ცნობისთვის, სამართალდამცველებმა ელენე ხოშტარია, კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანების ფაქტზე, გასული წლის 15 სექტემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები