რუსეთში ავტობუსი გაჩერებაზე შევარდა, დაღუპულია 6 ადამიანი

რუსეთში, სვერდლოვსკის ოლქში სამგზავრო ავტობუსი გაჩერებაზე მდგომებს შეეჯახა და 6 ადამიანი იმსხვერპლა. დაშავებულია 15-მდე მოქალაქე.

როგორც მედიას ადგილობრივ საგანგებო სიტუაციების სააგენტოში წყარომ განუცხადა, მომხდარის მიზეზი შესაძლოა, სამუხრუჭე სისტემის მწყობრიდან გამოსვლას უკავშირდებოდეს.

არსებული ინფორმაციით, სამგზავრო “პაზ”-ის ტიპის ავტობუსს ადგილობრივ საწარმოში მუშები გადაჰყავდა, გზად კი დაღმართია. მძღოლს სამუხრუჭე სისტემამ უმტყუნა და ის ხალხში შევარდა.

ავტობუსში 50 ადამიანი იმყოფებოდა.

მიმდინარეობს გამოძიება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები