როგორ უნდა მოიქცნენ ქვეყნები, რომ რუსეთის არამეგობარი ქვეყნების სიაში არ მოხვდნენ – ზახაროვას განმარტება

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, მარია ზახაროვას თქმით, თანასწორუფლებიანობაზე, პატივისცემასა და კანონზე დამყარებული დიალოგი შეიძლება, იყოს იმის საწინდარი, რომ ქვეყანა რუსეთის არამეგობარი ქვეყნების სიაში არ მოხვდეს.

ამის შესახებ მან RT-სთან საუბარში თქვა.

”შემდეგ კორექტირება შეიძლება, იყოს ინდივიდური: ეს შეიძლება, იყოს პარტნიორობის, მოკავშირეობის ურთიერთობა. შეიძლება, იყოს გაგრილების პერიოდები, სხვადასხვა სიტუაციაა, პრობლემებიც კი არსებობს, მაგრამ საფუძველი უნდა იყოს ის, რაც უკვე ვთქვი”, – განმარტა მან.

რუსეთმა მაისში არამეგობარი ქვეყნების სია გამოაქვეყნა, რომელშიც მომხვდნენ ჩეხეთი და შეერთებული შტატები.

თუმცა, მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ამ სიაში შესაძლოა, საქართველოც მოხვედრილიყო ლიეტუვასთან, ლატვიასთან, ესტონეთთან, უკრაინასთან, პოლონეთსა და ბრიტანეტთან ერთად.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები