ირაკლი ღარიბაშვილი: დიდი ქართველი გენერლის, გიორგი კვინიტაძის საქართველოში გადმოსვენება გამოხატავს ჩვენს მისწრაფებას, კიდევ უფრო უკვდავვყოთ საქართველოს თავისუფლების იდეა
“დიდი ქართველი გენერლის, საქართველოს თავისუფლებისათვის და ოკუპაციის წინააღმდეგ მებრძოლი მთავარი სიმბოლოს, გიორგი კვინიტაძის საქართველოში გადმოსვენება გამოხატავს ჩვენს მისწრაფებას, კიდევ უფრო უკვდავვყოთ საქართველოს თავისუფლების იდეა”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
პრემიერი საზეიმო ღონისძიებაზე მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა.
მთავრობის მეთაურის თქმით, 30 წლის წინ, წინაპრების მემკვიდრეობისა და წარსულის გააზრებით, საქართველომ დაიწყო თანამედროვე სახელწმიფოს მშენებლობა.
„100 წლის წინ, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა, რომელიც მიისწრაფვოდა დასავლური ღირებულებებზე დაფუძნებული, ევროპული სახელმწიფოს შექმნისკენ, წითელმა ოკუპაციამ შეაფერხა. მიუხედავად ამისა, ოკუპაციამ უფრო მეტად გააძლიერა ქართველი ერის სურვილი, შეექმნა დამოუკიდებელი და ძლიერი სახელმწიფო და გამხდარიყო დასავლური სამყაროს ნაწილი. დიდი ქართველი გენერლის, საქართველოს თავისუფლებისათვის და ოკუპაციის წინააღმდეგ მებრძოლი მთავარი სიმბოლოს, გიორგი კვინიტაძის საქართველოში გადმოსვენება გამოხატავს ჩვენს მისწრაფებას, კიდევ უფრო უკვდავვყოთ საქართველოს თავისუფლების იდეა. 30 წლის წინ, ჩვენი წინაპრების მემკვიდრეობისა და წარსულის გააზრებით, საქართველომ დაიწყო თანამედროვე სახელწმიფოს მშენებლობა”, – აღნიშნა პრემიერმინისტრმა სიტყვით გამოსვლისას.