ბრიტნი სპირსმა მთელ მუსიკალურ კატალოგზე უფლებები გაყიდა

პოპ-მომღერალმა ბრიტნი სპირსმა მთელი თავისი მუსიკალური კატალოგის უფლებები გაყიდა, – ამის შესახებ BBC იტყობინება.

მედიის ცნობით, 44 წლის ასაკში სპირსმა დამოუკიდებელ მუსიკალურ გამომცემლობა Primary Wave-ს ალბომი დაახლოებით 200 მილიონ დოლარად მიჰყიდა.

სპირსის წარმომადგენლებმა კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვეს.

ცნობისთვის, 2024 წლის იანვარში მომღერალმა განაცხადა, რომ „მუსიკალურ ინდუსტრიაში აღარასდროს დაბრუნდებოდა”.

როგორც “ბიბისი” წერს, სპირსი ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი ქალი შემსრულებელია, რომლის მსოფლიო მასშტაბით გაყიდული ჩანაწერების რაოდენობა 150 მილიონს აჭარბებს. მისი კატალოგი ცხრა ალბომს მოიცავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები