“ჩვენთვის მნიშვნელოვანია ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს უსაფრთხოების სამსახურების თანამშრომლობა,”- ასე გამოეხმაურა შალვა პაპუაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის, მამუკა მდინარაძის ვიზიტს აშშ-ში.
„ვამბობდით კიდევაც, რომ საქმიანი ურთიერთობა სხვადასხვა უწყებას შორის გრძელდება. ნახეთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაც. რა თქმა უნდა, ეს იყო საკითხი, რომელიც უსაფრთხოების ნაწილში თანამშრომლობას ეხება და ჩვენთვის მნიშვნელოვანია დღეს არსებული გლობალური გამოწვევების და იმ პოლიტიკის ფონზე, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატები ატარებს, რომ აიცილოს კონფლიქტები და უზრუნველყოს მშვიდობიანი განვითარება, ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს უსაფრთხოების სამსახურების თანამშრომლობა. ასე რომ, საქმიანი და სამსახურებრივი ურთიერთობები, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
შეგახსენებთ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი 7-10 თებერვალს, თავისი კოლეგების მიწვევით, სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფებოდა.