“სანტეს” იურისტი გიორგი გეწაძე: ჩვენთვის მთავარი გამოწვევაა ნედლეულის ფასი – ქვეყანაში არის რამდენიმე მსხვილი მომწოდებელი, თუმცა, რაც უფრო მეტი ფერმა იქნება, მით უკეთესი იქნება ჩვენთვის, რადგან რძის ფასი გაიაფდება და ნედლეულის ფასის გაიაფება შესაბამისად გამოიწვევს საბოლოო პროდუქტის ფასის გაიაფებას

კომპანია “სანტეს” წარმომადგენელმა, გიორგი გეწაძემ, სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე იმ მთავარ გამოწვევაზე ისაუბრა, რომლის წინაშეც კომპანია დგას.

გიორგი გეწაძე აღნიშნავს, რომ კომპანიისთვის მთავარი პრობლემა ნედლეულის ფასია. ის ასევე, მომწოდებლების რაოდენობაზე ამახვილებს ყურადღებას და აღნიშნავს, რომ თუ ფერმერული სექტორი განვითარდება და მეტი რძის მწარმოებელი კომპანია გაჩნდება, კონკურენცია გაიზრდება, რძე გაიაფდება და საბოლოო პროდუქტის ფასიც შემცირდება.

„ჩვენთვის მთავარი გამოწვევაა ნედლეულის ფასი. თუ რამენაირად მოხდება ის, რომ ეს სექტორი განვითარდება, ფერმერებს ვგულისხმობთ, რომლებიც რძეს აწარმოებენ…. ჩვენს ქვეყანაში არის რამდენიმე მსხვილი მომწოდებელი, მაგალითად „ყვარლის ბაგის“ და ასევე სხვებთანაც ვთანამშრომლობთ, თუმცა რაც უფრო მეტი ასეთი ფერმა იქნება ქვეყანაში, მით უკეთესი იქნება ჩვენთვის იმიტომ, რომ რძის ფასი ამით გაიაფდება და ნედლეულის ფასის გაიაფება შესაბამისად გამოიწვევს საბოლოო პროდუქტის ფასის გაიაფებას.“- აღნიშნა კომპანიის იურისტმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები