ნინო წილოსანი – ფასების დარეგულირებაზე: დღგ ის გადასახადია, რომლითაც შემდგომში საყოველთაო ჯანდაცვა, სკოლები, ბაღები და ინფრასტრუქტურა ფინანსდება
“დღგ ის გადასახადია, რომლითაც შემდგომში საყოველთაო ჯანდაცვა, სკოლები, ბაღები და ინფრასტრუქტურა ფინანსდება,”- ამის შესახებ ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე, კვერცხის მწარმოებელი კომპანიების პასუხად განაცხადა.
მისივე თქმით, ეს ის გადასახადი არ არის, რომელიც სადღაც რჩება და სადღაც არის დარეზერვებული.
„დღგ ის გადასახადია, რომლითაც შემდგომში საყოველთაო ჯანდაცვა, სკოლები, ბაღები და ინფრასტრუქტურა ფინანსდება. ეს ის გადასახადი არ არის, რომელზეც მარტივად შეგვიძლია… რადგან ამისგან ფინანსდება ყველა ხარჯი, რომელიც ისევ მოსახლეობასთან მიდის. ეს ის გადასახადი არ არის, რომელიც სადღაც რჩება და სადღაც არის დარეზერვებული. ეს გადასახადი ისევ მოქალაქეებთან მიდის“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.
შეგახსენებთ, დროებითი კომისიის სხდომაზე კვერცხის დღგ-ს გადასახადისგან გათავისუფლების საკითხზე კომპანია “დილას“ დირექტორმა გია ლობჟანიძემ გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ დღგ-ს საკითხის გარკვევა, საბოლოო ჯამში, პარლამენტში უნდა მოხდეს.