უკრაინელი მრბოლელი აცხადებს, რომ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის აკრძალვის მიუხედავად, გამოსვლისას “ხსოვნის ჩაფხუტს” გამოიყენებს

უკრაინელი მრბოლელი ვლადისლავ ჰერასკევიჩი აცხადებს, რომ იმ ჩაფხუტს ატარებს, რომელზეც რუსეთის მიერ მის სამშობლოში შეჭრის დროს დაღუპული ადამიანები იქნებიან გამოსახულნი, მიუხედავად იმისა, რომ ეს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) მიერ აკრძალულია.

საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა განაცხადა, რომ ჩაფხუტი ოლიმპიური ქარტიით დადგენილ წესებს არღვევს, თუმცა ჰერასკევიჩს დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად შავი სამკლაურის ტარების უფლება ექნება.

ჰერასკევიჩმა, რომელსაც ჩაფხუტი კორტინაში ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ვარჯიშის დროს ეკეთა, განაცხადა, რომ „არ ეთანხმება“ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილებას.

„მე ნამდვილად მჯერა, რომ ჩვენ არცერთი წესი არ დაგვირღვევია. 50-ე წესი, პოლიტიკური პროპაგანდა, დისკრიმინაციის პროპაგანდა, რასობრივი პროპაგანდა, ნამდვილად არ ეხება ამ ჩაფხუტს. რბოლის დღესაც გამოვიყენებ“, – თქვა ჰერასკევიჩმა.

26 წლის მრბოლელმა მედიას განუცხადა, რომ მის „ხსოვნის ჩაფხუტზე“ გამოსახულთა უმეტესობა სპორტსმენი იყო.

„ჩვენ ყურადღება უნდა გავამახვილოთ სპორტსმენების შედეგებსა და სპორტზე. ფუნდამენტურია, რომ ყველა სპორტსმენს ჰქონდეს თანაბარი უფლებები და ეს ყველაფერი ყოველგვარი ჩარევისგან თავისუფალი იყოს”,- ნათქვამია კომიტეტის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები