პოლონეთის პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილს – “დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 30 წლის განმავლობაში საქართველო რეგიონში ცვლილებების უდავო ლიდერი გახდა”

პოლონეთის პრემიერმინისტრი, მატეუშ მორავიეცკი საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს პოლონეთის მთავრობის სახელით დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

პოლონეთის პრემიერმინისტრის მილოცვაში ნათქვამია, რომ დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 30 წლის განმავლობაში საქართველო რეგიონში ცვლილებების უდავო ლიდერი გახდა, რომელიც დინამიკურად ახორციელებს რეფორმებს და ეკონომიკურად ვითარდება. „პატივცემულო ბატონო პრემიერმინისტრო, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გთხოვთ, მიიღოთ ჩემი გულწრფელი მილოცვა პოლონეთის მთავრობის სახელით.
პოლონეთი აფასებს საქართველოს ევროპულ კურსს, რომელიც მიმართულია ევროკავშირსა და ნატო-სთან მჭიდრო თანამშრომლობისკენ. დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 30 წლის განმავლობაში თქვენი ქვეყანა გახდა რეგიონში ცვლილებების უდავო ლიდერი, რომელიც დინამი,კურად ახორციელებს რეფორმებს და ეკონომიკურად ვითარდება. გარწმუნებთ, რომ მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, ასევე, საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. დარწმუნებული ვარ, რომ პოლიტიკური თანამშრომლობის განმტკიცება, ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარება და კულტურული გაცვლა მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს ჩვენი ქვეყნების პოტენციალის გამოყენებისა და ორმხრივი სარგებლობისთვის. გისურვებთ წარმატებებს როგორც სოციალურ-ეკონომიკური რეფორმების გაგრძელებაში, ასევე, საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს პოზიციების კიდევ უფრო განმტკიცებაში”, – ნათქვამია პოლონეთის პრემიერმინისტრის, მატეუშ მორავიეცკის მილოცვაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები