ბექა ოდიშარიამ იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან შეხვედრა გამართა

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში, იმამურა აკირასთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა საქართველოსა და იაპონიას შორის არსებული მჭიდრო და მრავალმხრივი ურთიერთობები განიხილეს. ხაზი გაესვა ეკონომიკური კავშირების გაღრმავების პოტენციალსა და ქვეყნებს შორის საპარლამენტო თანამშრომლობის გააქტიურების საკითხს. ბექა ოდიშარიამ ელჩს თანამშრომლობისთვის, მათ შორის, კორონავირუსთან ბრძოლაში საქართველოსთვის გაწეული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარება და მიმდინარე რეფორმები განიხილეს. ბექა ოდიშარიამ იმამურა აკირას კომიტეტის საქმიანობის სფეროების, სპეციფიკის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

„ელჩმა სურვილი გამოთქვა, ჩაერთოს ქართულ პოლიტიკურ სინამდვილეში და ჩემთვის ეს ძალიან სასიხარულოა. ვფიქრობ, ახალი ხედვისა და ასეთი ტრადიციული ქვეყნის წარმომადგენლის ჩართულობა ჩვენს შიდაპოლიტიკურ მოვლენებში საინტერესო და გამოსადეგი იქნება. ელჩმა დიდი ინტერესი გამოხატა ჩვენი საქმიანობის, საკანონმდებლო ცვლილებებისა და იმ პროექტების მიმართ, რაც ქართული დიასპორების წარმომადგენლებისთვის განხორციელდა.
შევთანხმდით, რომ ძალიან მალე მას ექნება კონფერენცია ორგანიზებული, სადაც ჩვენ, კომიტეტის თავმჯდომარეები მივიღებთ მონაწილეობას.
ასევეზ შევთანხმდით თანამშრომლობის გაღრმავებასა და სამომავლო გეგმებზე“, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები