შვეიცარიის ლიდერთან დაძაბული სატელეფონო საუბრის შემდეგ, ტრამპმა ქვეყნის ტარიფები მკვეთრად გაზარდა

შვეიცარიის ლიდერ კარინ კელერ-სუტერთან დაძაბული სატელეფონო საუბრის შემდეგ, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შვეიცარიის იმპორტზე ტარიფები მკვეთრად გაზარდა.

„ნამდვილად არ მომეწონა ის ტონალობა, რომლითაც ის [კარინ კელერ-ზუტერი] ჩვენ გველაპარაკებოდა, ამიტომ, ნაცვლად იმისა, რომ ტარიფები შემემცირებინა, 39 პროცენტამდე გავზარდე“, – განაცხადა ტრამპმა.

Fox Business-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში ტრამპმა განმარტა, რომ შვეიცარია დიდი ხანია სარგებლობს უმნიშვნელო ტარიფებით აშშ-ში საქონლის ექსპორტის დროს, რაც 42 მილიარდი დოლარის სავაჭრო დეფიციტს უწყობს ხელს.

„ის ძალიან აგრესიული იყო, თუმცა თავაზიანი, ძალიან აგრესიული. ის ამბობდა: „ბატონო, ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ. ჩვენ ეს არ შეგვიძლია. ჩვენ ამას ვერ ვიზამთ“. ტელეფონიდან ვერ ვიშორებდი“, – იხსენებს ტრამპი.

შვეიცარიის ლიდერის ტონით იმედგაცრუებულმა ტრამპმა განაცხადა, რომ გადაწყვიტა, არ შეემცირებინა გადასახადი და ტარიფი 39 პროცენტამდე გაეზარდა.

„იცით, შვეიცარია, თქვენ მას ულტრა-ელეგანტურად და ულტრა-იდეალურად აღიქვამთ. ისინი ასეთები არ არიან. ისინი ასეთები მხოლოდ იმიტომ არიან, რომ ჩვენ მათ საშუალებას ვაძლევთ, რომ მოგვატყუონ და ამდენი ფული გამოიმუშაონ“, – თქვა მან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები