უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, ბაჩო ბულისკირია დაიღუპა. ამის შესახებ დანაყოფ „შერეკილების“ მეთაური, ავთო ქაჯაია სოციალურ ქსელში წერს.

ბაჩო ბულისკირია უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდანვე იბრძოდა.

„კიდევ ერთი გმირი ძმა დაგვაკლდა სამწუხაროდ, დიდება ძმაო შენს გმირ სულს… ვუსამძიმრებ პირველ რიგში ოჯახს, ახლობლებს, ვუსამძიმრებ მთელ საქართველოს გმირი ბიჭის გარდაცვალებას. გისამძიმრებთ ბიჭებო ჩვენი ძმის გარდაცვალებას. მებრძოლი ბრძოლაში კვდება, ბრძოლაში სიკვდილი კი ჩვენთვის პატივია მებრძოლებს ჩვენი გზა გვაქვს და ამ გზას ბევრი ვერ გაიგებს…“, – წერს ავთო ქაჯაია.

ბულისკირია მოხალისეთა დანაყოფში ირიცხებოდა. ქართველი მებრძოლი მანამდეც იყო დაჭრილი, თუმცა რეაბილიტაციის შემდეგ ისევ ბრძოლის ველზე დაბრუნდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები