ბაჩანა ბრეგვაძის დაბადებიდან 90 წელი შესრულდა
ფილოსოფოსის, მთარგმნელისა და მწერლის – ბაჩანა ბრეგვაძის დაბადებიდან 90 წელი შესრულდა.
მწერალთა სახლის ინფორმაციით, ბაჩანა ბრეგვაძემ ფასდაუდებელი მემკვიდრეობა დაგვიტოვა. მის ნაშრომებს, ნააზრევს, თარგმანებს ქართულ კულტურაში განსაკუთრებული ადგილი უკავია.
ბაჩანა ბრეგვაძის მიერ თარგმნილი „ახალი აღთქმა“ საქართველოსთვის დატოვებული უძვირფასესი საჩუქარია.