თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ხორვატიის პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა
ხორვატიის რესპუბლიკის პრეზიდენტი, ზორან მილანოვიჩი მეუღლესთან, სანია მუსიჩ მილანოვიჩთან და თანმხლებ დელეგაციასთან ერთად საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში პრეზიდენტ მილანოვიჩს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი და პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, ქეთევან კვინიკაძე დახვდნენ.
„ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ხორვატიის რესპუბლიკის პრეზიდენტის შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან, მიხეილ ყაველაშვილთან, პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან, შალვა პაპუაშვილთან“, – ნათქვამია ინფორმაციაში.