“სინოფარმის” ვაქცინის მეორე დოზაზე რეგისტრაცია დღეს, 12:00 საათიდან დაიწყება
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დღეიდან Sinopharm-ის ვაქცინის მეორე დოზაზე რეგისტრაცია იწყება.
“20 მაისს, 12:00 საათიდან იწყება რეგისტრაცია მათთვის, ვისაც პირველი დოზიდან 22-28 დღის ინტერვალში სურს, დარეგისტრირდეს Sinopharm-ის ვაქცინის მეორე დოზის მისაღებად.
სამედიცინო დაწესებულებას ირჩევთ სურვილისამებრ.
აცრისთვის ვიზიტის დასაჯავშნად ეწვიეთ ვებგვერდს – booking.moh.gov.ge ან დარეკეთ ნომერზე 1522.
რეგისტრაციის ინსტრუქცია იხილეთ ლინკზე: www.fb.com/ncdcgeorgia/videos/230677695266796″, – ნათქვამია ინფორმაციაში.