გიორგი ბარამიძე: ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მშვიდობიანად მივიდეთ არჩევნებამდე და ხალხს ვკითხოთ ვინ უნდა იყოს ხელისუფლებაში

ჩვენი ევროპელი მეგობრები შეწუხებული არიან საქართველოში შექმნილი ვითარებით, როცა ასეთი კრიზისია შექმნილი, ორივე მხარეა პასუხისმგებელი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიორგი ბარამიძემ განაცხადა.

„ჩვენ მაქსიმალურად მოქნილები ვართ. ჩვენს პოზიციას საით გადავხედოთ, რა მიმართულებით გადავხედოთ ვინმე ჭკუათმყოფელმა რომ გვითხრას კარგი იქნება. ჩვენ ვლაპარაკობთ, რომ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი უნდა განიმუხტოს. ეს ისე უნდა მოხდეს, როგორც ხდება ყველა ცივილურ ქვეყანაში“, – განაცხადა ბარამიძემ.

ამასთან „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი აღნიშნავს, რომ ოპოზიციის სისუსტეა, როცა ხელმოსაწერად შემოთავაზებულ დოკუმენტში არაფერი ეწერა ვადამდელი არჩევნების და გიორგი რურუას შესახებ. „ჩვენ კარგად ვერ გავაგებინეთ ევროპელ მეგობრებს საქართველოში ვადამდელი არჩევნების ჩატარების აუცილებლობა. ჩვენ მოქნილი პოზიცია გვაქვს და ვითხოვთ ვადამდელ არჩევნებს და არ ვუბიძგებთ ხელისუფლებას იმისკენ, რომ გამოვიდეს, თავზე ნაცარი დაიყაროს და თქვას, რომ არჩევნები გააყალბა და ძალადობრივი გზით. ვადამდელი არჩევნები უნდა ჩატარდეს და ძალიან ცუდია, რომ ვინმემ ვერ გაიგო, რომ ეს არაა ჩვენი ახირება, რომ პოლიტპატიმრები უნდა გათავისუფლდნენ. გიორგი რურუა რომ არ ეწერა ძალიან სამწუხაროა, რადგან ის 8 მარტის შეთანხმების ნაწილი იყო“, – აღნიშნა ბარამიძემ „ტვ.პირველის“ ეთერში.

მისი თქმით, კრიზისიდან გამოსავალი არის არჩევნები. „მოდით ვკითხოთ ხალს, ვინ უნდა იყოს ხელისუფლებაში. უნდა ავუხსნათ ჩვენს მეგობრებს, რომ უმრავლესობის გადაწყვეტილებას ვცეთ პატივი. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მშვიდობიანად მივიდეთ არჩევნებამდე“, – აღნიშნა ბარამიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები