მამუკა მდინარაძე: ელისაშვილი შედარებით ნაკლებად არის ბულინგის მსხვერპლი, ვფიქრობ, რომ ალეკოსა და ლევან იოსელიანს ე.წ პოლიტპატიმრების თემაზე დავარწმუნებთ

“ვფიქრობ, რომ ალეკო ელისაშვილსა და ლევან იოსელიანს ე.წ პოლიტპატიმრების თემაზე დავარწმუნებთ”, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ „რუსთავი 2“- ის ეთერში საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, „ქართული ოცნებისთვის“ პოლიტპატიმრების თემა პრიციპული საკითხია და „მოქალაქეებთან“ შეხვედრის დროს ამ თემაზე, მათი მხრიდან, არცერთხელ არ ისაუბრეს.
„ე.წ პოლიტპატიმრებზე დღეს ლევან იოსელიანმა და ელისაშვილმა სამ-სამჯერ სცადეს თემის წამოწევა, მაგრამ არც მე და არც არჩილ თალაკვაძე არცერთხელ არ დაველაპარაკეთ. ჩვენ ვთქვით, რომ ეს პრინციპული საკითხია, პოლიტპატიმარი ამ ქვეყანაში არ არსებობს.
შეფასების უნარი ხომ ყველას გვაქვს, ამ ქვეყანაში ხომ ვცხოვრობთ ყველა. რეალურად, პოლიტიკური შეხედულებების გამო იჭერენ თუ არა ხალხს, ამის შეფასება შეგვიძლია თუ არ შეგვიძლია? შეფასება კი შეგვიძლია, მაგრამ თქმის თავი გვაქვს თუ არა, ეს არის მნიშვნელოვანი. შემდეგ უკვე ვჯდებით „ნაცმოძრაობის“ ნარატივში, ბევრი მედია საშუალება ჰყავს, ფსიქოლოგიური, საინფორმაციო ზეწოლის ბერკეტები გააჩნიათ, ხოლო ამის მეშინია თუ არ მეშინია, ეს უკვე ჩემი, მოქალაქის ან პოლიტიკოსის გადასაწყვეტია.
პოლიტპატიმრებს თუ იმიტომ ვიძახით, რომ ტრენდი გახადეს და მოსახლეობის 25%-30% ეთანხმებოდეს მათ, რადგან მათივე ამომრჩეველია და სჯერა. ნებისმიერი პროფესიის ადამიანს უნდა შეეძელოს, თავისი პოზიცია ღიად თქვას და არა – გვარამიას, ბოკერიასა და სააკაშვილის საინფორმაციო ბულინგს დაექვემდებარო.
დღეს ოპოზიციაში, მეტნაკლებად, ბულინგის მსხვერპლები არიან. ალეკო ელისაშვილი შედარებით ნაკლებად არის ბულინგის მსხვერპლი”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები