ილია მეორის დაკრძალვაზე დასასწრებად, თბილისში სომხეთის პრეზიდენტი – ვაჰაგნ ხაჩატურიანი ჩამოვიდა
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის დაკრძალვაზე დასასწრებად, თბილისში სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი – ვაჰაგნ ხაჩატურიანი ჩამოვიდა.
ხაჩატურიანს აეროპორტში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე ხვთისიაშვილი და პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, ქეთევან კვინიკაძე დახვდნენ.
ვაჰაგნ ხაჩატურიანი სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვას დელეგაციასთან ერთად დაესწრება.