ამირან გამყრელიძე: ჯანდაცვისა და ეკონომიკის სამინისტროებს შეზღუდვების მოხსნის ეტაპობრივი გეგმის შემუშავება დაევალათ

“ჯანდაცვისა და ეკონომიკის სამინისტროებს შეზღუდვების მოხსნის ეტაპობრივი გეგმის შემუშავება დაევალათ”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, შეზღუდვების მოხსნის შემდეგი ეტაპის განხორციელება ეპიდვითარებაზე იქნება დამოკიდებული.

„არის ასეთი დავალება პრემიერმინისტრის, რომ ჯანდაცვისა და ეკონომიკის სამინისტროებმა, როგორც ეს გაზაფხულზე ქვეყანამ შეიმუშავა, ეტაპობრივი შემსუბუქების გეგმა ამ ორი დღის განმავლობაში უნდა შეიმუშავონ. პრინციპში, მისი მონახაზები არსებობს, რომ ერთბაშად არ გაიხსნას და ერთბაშად არ მოხდეს შემსუბუქება და ეს იყოს ეტაპობრივი“, – განაცხადა გამყრელიძემ.

მისი თქმით, რომელიმე ბიზნესის გახსნის შემდეგ სპეციალისტები 1 ან 2 კვირის განმავლობაში ისეთ ინდიკატორებს დააკვირდებიან, როგორიცაა დადებითობისა და ინციდენტობის მაჩვენებელი და ამის მიხედვით გადაწყვეტენ, რა შეზღუდვა მოიხსნება.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები