“ჩვენი ვალია, გავუფრთხილდეთ მემკვიდრეობას, გავაძლიეროთ ეროვნული ერთობა და მომავალ თაობებს შევუნარჩუნოთ ის ფასეულობები, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეგვინარჩუნა სახელმწიფო” – პაპუაშვილი

“წელს, როდესაც ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილეს აღვნიშნავთ, კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით, რომ საქართველოს ისტორია, კულტურა და სახელმწიფოებრიობა საერთო ფესვებიდან იღებს სათავეს”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

“ჰაიოს და ქართლოსის მონუმენტთან ადგილობრივ მოსახლეობას შევხვდით და მათთან ერთად ვისაუბრეთ იმ ღირებულებებსა და გამოწვევებზე, რომლებიც დღესაც აერთიანებს ჩვენს საზოგადოებას.

ჩვენი ვალია, გავუფრთხილდეთ ამ მემკვიდრეობას, გავაძლიეროთ ეროვნული ერთობა და მომავალ თაობებს შევუნარჩუნოთ ის ფასეულობები, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეგვინარჩუნა სახელმწიფო. ჰაიოს და ქართლოსის მონუმენტი კი ამ ერთიანობისა და საერთო ფესვების სიმბოლოდ რჩება”, – წერს პაპუაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები