მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულების საერთო რაოდენობამ 89 მილიონს გადააჭარბა, სულ პანდემიის დაწყებიდან 1.9 მილიონი პაციენტი გარდაიცვალა

მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულების საერთო რაოდენობამ 89 მილიონს გადააჭარბა,-ამის შესახებ უცხოური მედია წერს.

მათივე თქმით, მსოფლიოში პანდემიის დაწყების დროიდან კოვიდ 19-ით 1.9 მილიონი პაციენტი გარდაიცვალა, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ კი 64 მილიონს გადააჭარბა. ასევე აღნიშნულია, რომ ამ დროისთვის მსოფლიოში კოვიდ 19-ით ინფიცირების 23 426 380 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება.

კოვიდ 19-ის სტატისტიკაზე საუბრისას ასევე ყურადღება გამახვილებულია აშშ-ში არსებულ ვითარებაზე.

„აშშ-ის CDC-ის მკვლევარების მიერ შემუშავებული პროგნოზით, კორონავირუსის გამავრცელებლები ძირითადად არიან უსიმპტომო ინფიცირებულები. კვლევის თანახმად, ვირუსის გადაცემის 35% მოდის პრე-სიმპტომურ პაციენტებზე, ხოლო 24 % მათზე, ვინც ვირუსი სრულიად უსიმპტომოდ გადაიტანა. საერთო ჯამში, ვირუსის გავრცელების 59% მოდის ასიმპტომური ინფიცირებულებისგან. იმავე კვლევის მიხედვით, პირბადის ტარება, ხელების ხშირი დამუშავება, მიზნობრივი ტესტირება და სოციალური დისტანციის დაცვა არის ვირუსის შეკავების მთავარი საშუალებები.

FDA-ის ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, შესაძლოა კალიფორნიაში ჩატარებული იყოს 100-ზე მეტი ყალბი კოვიდ ტესტი. დამნაშავე არის კონკრეტული კომპანია, რომელიც არის დამწყები და დაარსდა 2020 წელს. აღნიშნული კომპანიის ტესტებს ადამიანები თავად იტარებენ, რაც შესაძლოა გამხდარიყო არასწორი პასუხის მიღების მიზეზი. ასევე, შეშფოთებას იწვევს ის ფაქტი, რომ ყალბი უარყოფითი პასუხის მიღების შემთხვევაში, ადამიანები, რომლებიც შესაძლოა რეალურად იყვნენ კოვიდ ინფიცირებულები, თვითიზოლაციაში არ გადავიდოდნენ და ამ გზით ვირუსი კიდევ უფრო გავრცელდებოდა.

რას შეეხება კოვიდ სტატისტიკას ქვეყანაში, 7 იანვარს, კოვიდ გარდაცვალების რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა – 4 085 შემთხვევა. ამ მონაცემების მიხედვით, ქვეყანაში, ყოველ 21 წამში ერთი ადამიანი იღუპება ვირუსით. საგანგაშოა ასევე ინფიცირების მაჩვენებელი, 1 599 479 ადამიანი შვიდ დღეში.
ინფორმაციისთვის, 7 იანვარს, ქვეყნის მასშტაბით გამოვლინდა ლაბორატორიულად დადასტურებული კოვიდ ინფიცირების 275 ათასი შემთხვევად გარდაცვალების მაჩვენებელი პირველად გადასცდა 4 000-ს.
აშშ-ში ვაქცინაციის პროცესი ნელი ტემპებით მიმდინარეობს მოხუცებულთა თავშესაფრებში. CDC-ის მონაცემებით, განაწილებული დოზების მხოლოდ 16%-ია ადმინისტრირებული, თუმცა, ოფიციალური მონაცემებით, მომდევნო დღეებში პროცესი უფრო სწრაფად უნდა წარიმართოს“,-წერს უცხოური მედია.

ასევე საუბარი დიდ ბრიტანეთში არსებულ ვითარებაზე. ხაზგასმულია, რომ 2020 წლის 27 მარტიდან 21 დეკემბრის ჩათვლით, ინგლისსა და უელსში, პოლიციამ 30 ათასზე მეტი ადამიანი დააჯარიმა კოვიდრეგულაციების დარღვევისთვის.

„აღსანიშნავია, რომ ჯარიმების რაოდენობა შემცირდა გასული რამდენიმე კვირის განმავლობაში, მას შემდეგ რაც კოვიდრეგულაციები კიდევ უფრო გამკაცრდა და გაიზარდა ჯარიმების ოდენობაც. მოქალაქეები ძირითადად ჯარიმდებიან პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის ტრანსპორტსა და მაღაზიებში. პოლიციის ოფიციალური განცხადებით, ისინი ძალისხმევას მიმართავენ იმ დარღვევების აღმოფხვრისკენ, რომლებიც განსაკუთრებით უქმნიან საშიშროებას საზოგადოებრივ ჯანმრთელობას“,- წერს უცხოური მედია.

აღნიშნულია, რომ გაერთიანებულ სამეფოში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

„8 იანვარს, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულთა 68 053 შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო 1 325 ადამიანი კი გარდაიცვალა, რაც ქვეყნისთვის რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია.

დიდი ბრიტანეთი პრემიერს დეპუტატების ერთი ჯგუფი ბრალს სდებს, რომ ზედმეტად გასაიდუმლოებული იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესი კოვიდ რეგულაციების გამკაცრების დროს. მათ მიერ შემუშავებულ დოკუმენტში საუბარია რამდენიმე საკითხზე. უფრო დეტალურად, ისინი აღნიშნავენ, რომ განსაკუთრებით დამალული იყო ინფორმაცია საგანგებო სიტუაციების მეცნიერ-მრჩეველთა (SAGE) გუნდის რეკომენდაციების შესახებ.

მათივე მტკიცებით, SAGE-ს გუნდი არის ძალიან გავლენიანი პანდემიის მართვის პროცესში და მთავრობა, გადაწყვეტილების მიღების დროს, დიდწილად ეყრდნობა მათ რჩევებსა და რეკომენდაციებს. ასევე, ზოგიერთი დეპუტატის მოსაზრებით, დიდი ბრიტანეთის მთავრობამ არ გაითვალისწინა სხვა ქვეყნების გამოცდილებები კოვიდ ტესტირებასთან, კონტაქტების მოძიებასთან და იზოლაციის წესებთან დაკავშირებით. ასევე, გამოითქვა ვარაუდი იმის შესახებ, რომ კოვიდ სტატისტიკას მთავრობა არასწორად აწარმოებს, რაც საბოლოო ჯამში გამოიწვევს საზოგადოების მხრიდან უნდობლობას“,-წერს უცხოური მედია.

მოცემულია ასევე პრესმდივნის პასუხი ბრალდებებთან დაკავშირებით.

„ეს არის გლობალური პანდემია და უჩვეულო პერიოდი ყველასთვის. გადაწყვეტილების მიღების დროს ჩვენ ვეყრდნობით ოფიციალურ მონაცემებსა და მეცნიერთა რჩევებს. ვმუშაობთ გამჭვირვალედ და ღიად, რათა საზოგადოებას ჰქონდეს მაქსიმალური ნდობა ჩვენს მიმართ და მუდმივად ვაქვეყნებთ განახლებულ ინფორმაციას ოფიციალური წყაროების საშუალებით“ – აღნიშნა მან.

უცხოური მედია ყურადღებას ამახვილებს შვედეთზე და ამბობს, რომ შვედეთის პარლამენტმა პანდემიის თაობაზე კანონი დაამტკიცა, რომელიც მთავრობას 10 იანვრიდან ზოგიერთი ბიზნესის საქმიანობის შეზღუდვის, ასევე, მომხმარებლების რაოდენობისა და სამუშაო საათების შემცირების შესაძლებლობას აძლევს

„შვედეთის პარლამენტმა მხარი დაუჭირა კოვიდ რეგულაციების გამკაცრებას. ევროპის ქვეყნებისგან განსხვავებით, დიდი ხნის მანძილზე, შვედეთი არ ეთანხმებოდა მკაცრი რეგულაციების პოლიტიკას, თუმცა ეს შეცდომა აღმოჩნდა და სკანდინავიის სხვა ქვეყნებთან შედარებით, ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი სწორედ შვედეთშია. შეზღუდვები ძალაში შევა 10 იანვარს, გაგრძელდება 2020 წლის სექტემბრის ბოლომდე და მთავრობას მისცემს უფლებას შემოიღოს შესაბამისი რეგულაციები კონკრეტულ ადგილებსა და აქტივობებზე. განკარგულების მიხედვით, შეზღუდვები გავრცელდება ისეთ ადგილებზე, სადაც ყველაზე მეტი ადამიანი იყრის თავს, სავაჭრო მოლებში, ტრანსპორტში, შიდა მოგზაურობის ობიექტებზე და სხვა ისეთ ადგილებზე, სადაც ხშირადაა ხალხმრავლობა. ასევე, პარლამენტმა მოუწოდა მთავრობას, დეტალურად წარადგინოს გეგმა, თუ როგორ აპირებენ დაეხმარონ იმ ბიზნესებს, რომელთაც შეეხებათ კოვიდრეგულაციები“,-წერს უცხოური მედია.

მათივე თქმით, ბრიუსელში, დამოუკიდებელი ორგანიზაცია Horeca Federation-ი, რომლის ძირითადი მიზანია ბიზნეს ორგანიზაციების დახმარება და მხარდაჭერა, მოუწოდებს ხელისუფლებას დაეხმაროს ბიზნესს.

„დედაქალი დაცლილია ტურისტებისგან. ბრიუსელის სასტუმროების 80% დაკეტილია და ჯამში დაიკარგა მათი შემოსავლების 75%. სარესტორნო ბიზნესი შემცირდა 80%-ით, 3 000-ზე მეტმა ადამიანმა დაკარგა სამსახური და ჩვენ ვშიშობთ, რომ 2021 წელს დაახლოებით 10 ათასი ადამიანი დარჩება უმუშევარი. დიდმა სარესტორნო კომპანიებმა და კაფეებმა მიიღეს დახმარება, რაც მათი გადასახადებისა და სესხების გათვალისწინებთ, ზღვაში წვეთია.“ – ვკითხულობთ ღია წერილში, რომელიც ფედერაციამ გაუგზავნა ბრიუსელის მთავრობას.

უცხოური მედიის ინფორმაციით, ჯანდაცვის ექსპერტები აფრთხილებენ ოფიციალურ პირებს, რომ დღესასწაულების შემდეგ დაახლოებით 2 500 – 5 000 კოვიდ ინფიცირებული ადამიანი დაბრუნდა ბელგიაში, რომელიც მოგზაურობდა ზამთრის პერიოდში.

მგზავრთა შესაბამისი ფორმა, ბელგიაში შესვლის დროს შეავსო დაახლოვებით 80 ათასმა ადამიანმა. კოვიდტესტი ჩაუტარდა 11%-ს, რომელთა 3.7% იყო კოვიდ დადებითი. „თუ ამ მაჩვენებელს განვავრცობთ 80 ათას მოგზაურზე, მივიღებთ 300 ინფიცირებულს. ამასთან, გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ აღნიშნული ფორმა არ შეუვსია ქვეყანაში დაბრუნებულ ყველა ადამიანს“. შესაბამისად, ბიოსტატისტიკოსების განმარტებით, შესაძლოა, ქვეყანაში დღესასწაულები შემდეგ დაბრუნებული კოვიდინფიცირებულების რიცხვი ამჟამად იყოს 5 000,-წერს უცხოური მედია.

ასევე ყურადღება გამახვილებულია ესპანეთში, გერმანიაში, იტალიაში, საფრანგეთში, კვიპროსში, სლოვაკეთში, რუსეთში, უკრაინასა და თურქეთში არსებული ვითარებაზე.

„ესპანეთი კორონავირუსის პანდემიის მესამე ტალღის საფრთხის წინაშე დგას. 7 იანვარის მონაცემებით, ქვეყანაში ინფიცირების 42 360 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ესპანეთის ჯანდაცვის მინისტრი აფრთხილებს საზოგადოებას, რომ კოვიდ ინფიცირების მაჩვენებლის გაზრდის პარალელურად, ქვეყანას „წინ ელოდება მძიმე რამდენიმე კვირა“. მისივე თქმით, გაიზრდება ინფიცირებისა და ჰოსპიტალიზირების მაჩვენებელი, ამიტომ, აუცილებელია, შემცირდეს მობილობა და ადამიანებმა ძალიან მკაცრად დაიცვან კოვიდ რეგულაციები. რაც შეეხება ვაქცინაციას, აცრილია 140 ათასი ადამიანი, თუმცა, საჭიროა პროგრამის ტემპების დაჩქარება.

„ჩვენი მიზანია ყოველდღიურად გვყავდეს უფრო მეტი კოვიდ აცრილი ადამიანი, ვიდრე კოვიდ ინფიცირებული და ზაფხულისთვის, ქვეყნის 70% იყოს სრულად აცრილი კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინით“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

გერმანიაში ვაქცინაციის პროგრამა კრიტიკის ობიექტია, ნელი ტემპისა და ვაქცინის დოზების სიმცირის გამო, მიუხედავად იმისა, რომ პროცესი მიმდინარეობს ათჯერ უფრო სწრაფად, ვიდრე საფრანგეთში. ჯანდაცვის ექსპერტი აცხადებს, რომ „საწყის ეტაპზე გერმანიისა და საფრანგეთის სურვილი იყო, რომ ეთანამშრომლათ და მიეღოთ ვაქცინის რაც შეიძლება მეტი დოზა. თუმცა, შემდეგ მერკელმა შეცვალა ტაქტიკა,რაც დიდი შეცდომა იყო“. მთავრობა დებს პირობას, რომ დააჩქარებს ვაქცინაციის პროცესს.
გერმანიაში, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 24 694 ახალი შემთხვევა დადასტურდა და 1 083 ინფიცირებული გარდაიცვალა.

მთავრობის გადაწყვეტილებით, იტალიაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გართულების გამო, 9 იანვრიდან, ქვეყნის ხუთ რეგიონში ნარინჯისფერი ზონის რეგულაციები დაწესდება, რომელიც სულ მცირე 15 იანვრამდე იმოქმედებს. შეზღუდვების ცვლილება ეპიდემიოლოგიური სიტუაციის შესაბამისად მოხდება; იტალიაში ეპიდვითარება კვლავ რთულია. 8 იანვრის მონაცემებით, ქვეყანაში COVID-19-ით ინფიცირების 17 533 შემთხვევა და გარდაცვალების 620 ფაქტი დაფიქსირდა.

მოქალაქეებს 18:00-დან 06:00 საათამდე ქუჩაში ყოფნა აეკრძალებათ. საფრანგეთის მთავრობა კიდევ 10 რეგიონში განიხილავს, კომენდანტის საათის (18:00-06:00 საათებში) შემოღებას. ძირითადად იმ რეგიონებში სადაც, 100 000 მოსახლეზე ინფიცირების 200 შემთხვევაზე მეტი ფიქსირდება.

კვიპროსის ჯანდაცვის მინისტრის 8 იანვრის განცხადებით, 10-31 იანვრის პერიოდში კვიპროსში შეზღუდვები გამკაცრდება. მოსახლეობას სახლიდან გასვლა მხოლოდ დღეში ორჯერ შეეძლება, სურსათის ან მედიკამენტების შესაძენად, ან სავარჯიშოდ. ძალაში დარჩება 21:00-05:00 საათების პერიოდში მოქმედი კომენდანტის საათი. დაიკეტება სავაჭრო ცენტრები. ღია დარჩება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ობიექტები.

სლოვაკეთის მთავრობამ 24 იანვრამდე გააგრძელა არსებული შეზღუდვების მოქმედება. დაკეტილი დარჩება რესტორნები და კაფეები და მხოლოდ საკვების გატანის სერვისი იმუშავებს. დაკეტილი დარჩება არაარსებითი ბიზნეს ობიექტები. პირბადის ტარება ყველა საჯარო სივრცეში სავალდებულოა.

რუსეთში კორონავირუსის 23 309 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 470 ადამიანი გარდაიცვალა.
ბოლო დღე-ღამეში, უკრაინაში COVID-19-ით ინფიცირების 5 676 ფაქტი გამოვლინდა. გარდაიცვალა 83

პირი; 8 იანვრიდან, უკრაინაში ორ კვირიანი მკაცრი „ლოკდაუნი“ ამოქმედდა, რომლის შესახებ გადაწყვეტილება გასული წლის დეკემბერში იქნა მიღებული. კვების ობიექტები მხოლოდ გატანის სერვისზე იმუშავებენ. ფიტნესცენტრებმა, გასართობმა დაწესებულებებმა და ბაზრებმა მუშაობა შეაჩერეს. სკოლები და უნივერსიტეტები დაიხურა 7 იანვარს, თურქეთში COVID-19-ით ინფიცირების 12 171 და გარდაცვალების 194 შემთხვევა დაფიქსირდა”,- წერს უცხოური მედია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები