გაერთიანებულ სამეფოში Oxford-AstraZeneca-ს ვაქცინის გამოყენებით მოქალაქეების ვაქცინაცია დაიწყო

გაერთიანებულ სამეფოში Oxford-AstraZeneca-ს ვაქცინის გამოყენებით მოქალაქეების ვაქცინაცია დაიწყო, – ამის შესახებ უცხოური მედია წერს.

მათივე ცნობით, პირველი პაციენტი, რომელიც ქვეყანაში აღნიშნული ვაქცინით აცრეს, 82 წლის ბრაიენ პინკერია.

„ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას ვღებულობ და ნამდვილად ვამაყობ, რომ ის ოქსფორდში გამოიგონეს”, – განაცხადა ბრაიენ პინკერმა.

ასევე, აღნიშნულია, რომ გაერთიანებულ სამეფოში მოქალაქეებს ვაქცინის პირველ და მეორე დოზას 12 კვირის და არა დაგეგმილი 21 დღის შუალედით გაუკეთებენ.

“ამ გადაწყვეტილებას ქვეყნის ჯანდაცვის სფეროს ოფიციალური პირები იმით ხსნიან, რომ „ბევრად უფრო სასურველია“, ვაქცინის პირველი დოზა რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა მიიღოს.
რაც შეეხება კოვიდ სტატისტიკას, დიდ ბრიტანეთში უკვე ექვსი დღეა, კოვიდ ინფიცირებულების რაოდენობა აღემატება 50 ათასს, რაც რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია. ასევე, 75 ათასზე მეტია გარდაცვალების მაჩვენებელი“, – წერს უცხოური მედია.

ვაქცინაზე საუბრისას ასევე ხაზგასმულია, რომ AstraZeneca-ს ვაქცინა COVID 19-ის წინააღმდეგ პირველი ვაქცინაა, რომელიც ინდოეთმა გადაუდებელი გამოყენებისთვის დაამტკიცა.

„ინდოეთმა დაამტკიცა COVID 19-ის ვაქცინა, რომელიც კომპანია AstraZeneca-მ და ოქსფორდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ერთობლივად შექმნეს. აღნიშნული გადაწყვეტილებით, კოვიდვაქცინაცია მოსახლეობის რაოდენობით მსოფლიოს მეორე ქვეყანაში დაიწყება. როგორც ინდოეთის ინფორმაციისა და მაუწყებლობის მინისტრმა, პრაკაშ ჯავადეკარმა ჟურნალისტებს განუცხადა, ვაქცინის გამოყენების ნებართვა 1-ელ იანვარს გაიცა.

ინდოეთი კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობით ამერიკის შემდეგ მეორე ადგილზეა”, – წერს უცხოური მედია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები