ფაშინიანი თანამდებობას ტოვებს? – სომხური მედია სავარაუდო თარიღს ასახელებს

სომხური მედია ქვეყნის პრემიერმინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის თანამდებობიდან გადადგომის სავარაუდო თარიღს ასახელებს.

გაზეთ “გრაპარაკის” ინფორმაციით, ფაშინიანი თანამდებობიდან გადადგომის, ასევე, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების გამართვის შესახებ განცხადებას 31 დეკემბერს გააკეთებს.

​სომხეთში ფაშინიანის გადადგომის შესახებ მოთხოვნები 10 ნოემბრიდან მას მერე ისმის, რაც აზერბაიჯანსა და რუსეთთან ყარაბაღში საომარი მოქმედებების შეწყვეტის შესახებ შეთანხმება იქნა ხელმოწერილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები