პაკისტანში მოძალადეების ქიმიური კასტრაცია დააკანონეს

პაკისტანის პრეზიდენტმა, არიფ ალვიმ ქვეყნაში სექსუალურ გაუპატიურებებთან ბრძოლის ფარგლებში კანონპროექტს მოაწერა ხელი, რომელიც მოძალადეების ქიმიურ კასტრაციას გულისხმობს.

ადგილობრივი გაზეთის – Dawn-ის ინფორმაციით, დამნაშავეების კასტრაცია მათი თანხმობის გარეშე მოხდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ სიკვდილით დასჯა, სამუდამო პატიმრობა ან 25 წლით პატიმრობა ემუქრებათ.

გამოცემის თანახმად, შეიქმნება სპეციალური სასამართლოები მთელი ქვეყნის მასშტაბით, რომლებიც ბავშვებისა და ქალების გაუპატიურების საქმეებს დაჩქარებული წესით განიხილავენ. სასამართლოებმა საქმეებზე განაჩენი 4 თვის ვადაში უნდა გამოიტანონ.

კანონი ასევე ითვალისწინებს დამნაშავეთა მონაცემთა ბაზის შექმნას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები