მიიღებს თუ არა სომხეთი ე.წ. ექვსეულის პლატფორმაში მონაწილეობას – ქვეყნის მმართველ ფრაქციაში საკითხზე კომენტარი გაკეთდა

სომხეთის მმართველი ფრაქციის – “ჩემი ნაბიჯის” ეკონომიკის საკითხთა პარლამენტის მუდმივი საპარლამენტო კომისიის წევრი, ბაბკენ ტუნიანი თურქეთის ლიდერის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც სომხეთს შეუძლია, მიიღოს მონაწილეობა რეგიონულ, ე.წ.ექვსეულის პლატფორმაში.

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიპ ერდოღანის განცხადებით, რუსეთის ლიდერმა ბაქოს იდეას დაუჭირა მხარი რეგიონული უსაფრთხოების შესაქმნელად პლატფორმის შემუშავებასთან დაკავშირებით, რომელშიც შეიძლება, შევიდნენ რუსეთი, თურქეთი, აზერბაიჯანი, ირანი, საქართველო და სომხეთი.

ტუნიანის თქმით, სომხეთი, პირველ ყოვლისა, საკუთარი ინტერესებიდან უნდა გამოდიოდეს.

“მინდა, შეგახსენოთ, რომ სომხეთი უკვე მრავალი წელია, არის, მაგალითად, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრი, რომელშიც 12 მონაწილეა გაერთიანებული, მათ შორის, თურქეთი, აზერბაიჯანი, საქართველო, უკრაინა, რუსეთი და სხვა ქვეყნები. თუ გლობალურად ვისაუბრებთ, სომხეთისთვის პრიორიტეტი საკუთარი ინტერესები უნდა იყოს. თუ ამ ინტერესებს შეესაბამება რომელიღაც პლატფორმაში მონაწილეობა, მაშინ ის მიიღებს მონაწილეობას, თუ არა – მაშინ ვერ მიიღებს”, – თქვა დეპუტატმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები