გიორგი გახარია: ვაქცინაციის გეგმის მომზადებასა და შესყიდვაზე უწყებათაშორისი კომისია იზრუნებს

პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, შეიქმნა უწყებათაშორისი კომისია, რომელიც ვაქცინაციის გეგმის მომზადებასა და შესყიდვაზე იზრუნებს.

- რეკლამა -

- რეკლამა -

როგორც გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებამდე აღნიშნა, საქართველომ უკვე გარკვეული თანხა გადაიხადა ქვეყანაში ვაქცინის დროულად შემოტანასთან დაკავშირებით.

“შეიქმნა უწყებათაშორისი ჯგუფი, კომისია, რომელიც იზრუნებს ვაქცინაციის გეგმის მომზადებაზე ისევე, როგორც – ვაქცინების შესყიდვაზე. საქართველო გახლავთ კოვაქს-პლატფორმის წევრი ქვეყანა, ჩვენ უკვე გარკვეული თანხები გადავიხადეთ საქართველოში ვაქცინის დროულად შემოტანასთან დაკავშირებით და ამ კომისიამ უნდა უზრუნველყოს როგორც ვაქცინის დროულად შემოტანა, ასევე, ის ტექნიკური მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარება, რომელიც აუცილებელია დროული და ეფექტური ვაქცინაციის დასაწყებად”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები