ე.წ. სამხრეთ ოსეთში კორონავირუსის რეკორდული მაჩვენებელი გამოვლინდა

ე.წ. სამხრეთ ოსეთში კორონავირუსის 21 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, სულ ე.წ.რესპუბლიკაში – რუსეთთან 15 სექტემბერს ე.წ.საზღვრის გახსნის შემდეგ – 83 დადასტურებული შემთხვევაა.

ე.წ. საზღვრის გახსნამდე რამდენიმე კვირის განმავლობაში დე ფაქტო მთავრობაში აცხადებდნენ, რომ მათ ტერიტორიაზე კოვიდ 19 აღარ არსებობდა. ლეტალური შემთხვევები არ დაფიქსირებულა.

რაც შეეხება ჯამურ სტატისტიკას, ე.წ. რესპუბლიკაში ვირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან დღემდე 173 დადასტურებული შემთხვევაა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები