ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 87 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდ19-ის 87 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, სულ 2430 დადასტურებული შემთხვევაა.
გუდაუთის საავადმყოფოში 175 პაციენტი მკურნალობს, მათგან 19-ის მდგომარეობა მძიმე, ხოლო 21-ის საშუალო სიმძიმის.
ბოლო ერთ დღეში 10 პაციენტი განიკურნა, სულ 1087 გამოჯანმრთელებულია. ვირუსს 23 პირი ემსხვერპლა.