ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსს კიდევ ორი პაციენტი ემსხვერპლა და 86 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდ19-ის 86 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, სულ 2343 დადასტურებული შემთხვევაა.

ვირუსთან ბრძოლის ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, ბოლო ერთ დღეში ვირუსს კიდევ 2 პაციენტი ემსხვერპლა, ჯამურად, 23 ლეტალური შემთხვევაა.

გუდაუთის საავადმყოფოში 173 პირი მკურნალობს, მათგან 28 პაციენტის მდგომარეობა მძიმე, ხოლო 34-ის საშუალო სიმძიმის არის.

ბოლო ერთ დღეში კლინიკიდან 25 ადამიანია გაწერილი, სულ 854 განკურნებულია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები