ნათია მეზვრიშვილი: უმაღლეს სასწავლებლებში სწავლა ამ ეტაპზე კვლავ დისტანციურად გაგრძელდება

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, უმაღლეს სასწავლებლებში სწავლა ამ ეტაპზე კვლავ დისტანციურად გაგრძელდება.

რაც შეეხება სკოლებს, მეზვრიშვილის თქმით, 1-ელი ოქტომბრიდან თბილისში, ქუთაისში, რუსთავსა და ზუგდიდში 1-6 კლასების მოსწავლეები საკლასო ოთახებში დაბრუნდებიან.

„ყველგან, სადაც დღეს სწავლა დისტანციურად მიმდინარეობს, გარდა აჭარის რეგიონისა, 1-ელი ოქტომბრიდან 1-6 კლასების მოსწავლეები საკლასო ოთახებში დაბრუნდებიან. ეს ეხება თბილისს, ქუთაისს, რუსთავსა და ზუგდიდს. რაც შეეხება ფოთსა და გორს, 1-ელი ოქტომბრიდან საკლასო ოთახებში აბსოლუტურად ყველა მოსწავლე დაბრუნდება. გარდა ამისა, მშობლებს ექნებათ დისტანციური სწავლების მეთოდის არჩევის შესაძლებლობა. რაც შეეხება უმაღლეს სასწავლებლებს, ამ ეტაპზე, იქ სწავლა დისტანციურად გაგრძელდება“, – განაცხადა მეზვრიშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები