პარლამენტმა „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” კანონში ცვლილებები მიიღო
პარლამენტმა მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და 74 ხმით დაუჭირა მხარი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” კანონში ცვლილებებს.
კანონპროექტი სხდომაზე მთავრობის საპარლამენტო მდივანმა ვახტანგ ბაჩიაშვილმა წარადგინა.
კანონპროექტის თანახმად, სახელმწიფო კონტრაქტზე დაშვების უფლება ერთიდან ორ წლამდე ეზღუდებათ იმ ეკონომიკურ ოპერატორებს, რომლებიც „შავ სიაში” იქნებიან შეყვანილი. აღნიშნული აკრძალვა გავრცელდება არა მხოლოდ უშუალოდ იმ ეკონომიკურ ოპერატორზე, ვინც აღნიშნულ ქმედებას ჩაიდენს, არამედ მის დამფუძნებელსა და პარტნიორზეც.