“ჩემი თვალით დანახული საქართველო“ – თემის ფარგლებში სამხატვრო კონკურსი ჩატარდა, რომელიც სიმონ ართმელაძის დაბადებიდან 93 წლისთავს მიეძღვნა
“ჩემი თვალით დანახული საქართველო“ – თემის ფარგლებში სამხატვრო კონკურსი ჩატარდა, რომელიც სიმონ ართმელაძის დაბადებიდან 93 წლისთავს მიეძღვნა. ინფორმაციას ხულოს მერია ავრცელებს.
კონკურსში მონაწილეობდნენ 13–16 წლის, მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის მოსწავლეები. მონაწილეებმა საკუთარი ხედვით წარმოაჩინეს საქართველოს ბუნება, კულტურა და ტრადიციები.
წარმოდგენილი ნამუშევრები გამოირჩეოდა მრავალფეროვანი თემატიკითა და შესრულების ინდივიდუალური სტილით. ჟიურიმ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა შემოქმედებით ხედვაზე, კომპოზიციასა და თემის ორიგინალურ ინტერპრეტაციაზე.
გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ ფულადი პრიზებითა და სიგელებით. ღონისძიების მიზანი ახალგაზრდებში ხელოვნების პოპულარიზაცია, შემოქმედებითი უნარების განვითარება და ქართული კულტურისა და ეროვნული ღირებულებების წარმოჩენა იყო.
პროექტი ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით განხორციელდა.