შსს: იოსებიძის ქუჩაზე, სამოქალაქო აქტივისტის, ლაშა ცუცქირიძის ცემის ფაქტზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს

იოსებიძის ქუჩაზე სამოქალაქო აქტივისტის, ლაშა ცუცქირიძის ცემის ფაქტზე საგამოძიებო მოქმედებები 126 მუხლის პირველი პრიმა ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურ ძალადობას გულისხმობს, – ამის შესახებ “კვირას” შსს- ში განუცხადეს.

შეგახსენებთ, რომ  სამოქალაქო აქტივისტს, ლაშა ცუცქირიძეს 2 უცნობი პირი თავს დაესხა. ცუცქირიძის მეუღლის, ლინა დოლიძის განაცხადებით, თავდამსხმელებს სახე დაფარული ჰქონდათ.

ლაშა ცუცქირიძის ცემის ფოტოები სოციალურ ქსელში ზვიად კუპრავამ გაავრცელა. 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები