ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 43 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ოკუპირებულ აფხაზეთში “კოვიდ 19”-ის 43 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, დადასტურებული შემთხვევების საერთო რიცხვი კი 825-ს შეადგენს.
კორონავირუსთან ბრძოლის ე.წ.ოპერატიული შტაბის მონაცემით, გუდაუთის საავადმყოფოში 80 პაციენტი მკურნალობს, მათგან 8 პირის მდგომარეობა მძიმე, ხოლო 14-ის საშუალო სიმძიმისაა.
ასევე, ბოლო ერთ დღეში ვირუსის დამარცხება 9 პაციენტმა შეძლო, სულ 235 გამოჯანმრთელებულია.
ოკუპირებულ აფხაზეთში “კოვიდ 19”-ს 7 ადამიანი ემსხვერპლა.