ოკუპირებულ აფხაზეთში მძიმე ეპიდვითარებაა – 5 ოქტომბრიდან ე.წ. რესპუბლიკაში შეზღუდვები ამოქმედდება
ოკუპირებულ აფხაზეთში გაუარესებული ეპიდვითარების გამო 5 ოქტომბრიდან შეზღუდვები ამოქმედდება.
ასლან ბჟანიას განკარგულების თანახმად, ამ დღიდან აიკრძალება სპორტული, გასართობი ღონისძიებების ჩატარება; იკრძალება ქორწილები და სხვა საზეიმო ღონისძიებები. ასევე, შეიზღუდება იმ პირთა რიცხვი, ვინც სამგლოვიარო ცერემონიებში მიიღებს მონაწილეობას.
კვების ობიექტებს მიეცა რეკომენდაცია მაგიდების დისტანციურად განლაგების შესახებ, ასევე, პერსონალმა დამცავი საშუალებები უნდა გამოიყენონ.
ბაზრობებსა და ბაზრებზე ყოველდღიურად ჩატარდება დეზინფექცია, მათ შორის, მათ მიმდებარე ტერიტორიებზე გამყიდველებმა დამცავი საშუალებები უნდა გამოიყენონ.