გია ვოლსკი: რაც შეეხება ლარს, ვფიქრობ, სტაბილურობა შენარჩუნებული იქნება და უახლოეს პერიოდში მდგომარეობა გამოსწორდება

“რაც შეეხება ლარს, ვფიქრობ, სტაბილურობა შენარჩუნებული იქნება და უახლოეს პერიოდში მდგომარეობა გამოსწორდება”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცესპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, ეკონომიკის სამინისტროს საქმიანობა შეგვიძლია, დავახასიათოთ, როგორც მაღალი დონის პროფესიონალური საქმიანობა.

„მსოფლიო მნიშვნელობის უამრავი სხვა ფაქტორი არსებობს, რომელიც საქართველოს არცთუ ძლიერ ეკონომიკას უტევს, თუნდაც – ლარის კურსის დაცემა, მსოფლიოსა და რეგიონში არსებული მდგომარეობა, მაგრამ ვფიქრობ, სტაბილურობა შენარჩუნებული იქნება და უახლოეს პერიოდში მდგომარეობა გამოსწორდება.

ამ პერიოდში განსაკუთრებით მეტი გაკეთდა საწარმოების ამუშავებისთვის, ახალი საწარმოების შექმნისთვის და ასეთი უკვე ასობითაა, ასევე, გაკეთდა ადამიანთა დიდი ჯგუფის დასაქმებისთვის. ეკონომიკის სამინისტროს საქმიანობა შეგვიძლია, დავახასიათოთ, როგორც მაღალი დონის პროფესიონალური საქმიანობა“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები