დღეს თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება

დღეს თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, აღნიშნულის მიზეზი გადაუდებელი სარემონტო და პროფილაქტიკური სამუშაოებია.

“საბურთალოს რაიონი – 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), მიცკევიჩის, ნუცუბიძის, ნადარეიშვილის, გურიელის, გაზაფხულის, მინდელისა და პოლიტკოვსკაიას ქუჩების მოსახლეობას.

გლდანის რაიონი – 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის IVა, IVბ მიკრორაიონების, 26 მაისის, საზანოს, სამეგრელოსა და გამარჯვების ქუჩების მოსახლეობას.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ, აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – აღნიშნულია „თელასის“ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები