ბათუმის ინფექციური პათოლოგიის შიდსისა და ტუბერკულოზის რეგიონული ცენტრის თანამშრომლებს კორონავირუსი დაუდასტურდათ
ბათუმის ინფექციური პათოლოგიის შიდსისა და ტუბერკულოზის რეგიონული ცენტრის ორ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა.
კლინიკის დირექტორის, ციური აბულაძის თქმით, ინფიცირებულია კლინიკის ექიმი და დასუფთავების სამსახურის თანამშრომელი.
“კორონავირუსი მეეზოვესა და ერთ ექიმს დაუდასტურდა. მათ გეგმური კვლევა ჩაუტარდათ და ასე გამოიკვეთა. სხვა ყველა თანამშრომელს ლაბორატორიული კვლევა ჩაუტარდა და ყველას პასუხი უარყოფითია. ინფიცირების წყარო არ ვიცით. ყველა რეკომენდაციას ვიცავთ და შენობის დეზინფექცია ჩატარდა. დაწესებულება აგრძელებს ჩვეულებრივ რეჟიმში მუშაობას”, – განაცხადა აბულაძემ.