კორონავირუსი და მსოფლიო ეკონომიკა – ზარალი 7 ტრილიონს მიაღწევს

გლობალური ეკონომიკის ჯამური ზარალი, ახალი ტიპის კორონავირუსის გამო, 2021 წლის ბოლოს 7 ტრილიონ დოლარს მიაღწევს. ამის შესახებ ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) მთავარმა ეკონომისტმა, ლორენს ბუნმა განაცხადა.

მისი თქმით, გლობალური ეკონომიკა ვერ აღდგება იმაზე სწრაფად, ვიდრე პროგნოზირებული იყო და ვირუსთან ცხოვრება კიდევ მრავალი თვის განმავლობაში მოგვიწევს.
ოთხშაბათს OECD–მ გაავრცელა ანგარიში, რომელშიც მან მსოფლიო მშპ-ის შემცირება 2020 წელს 4.5% –ით და არა 6% –ით ივარაუდა. როგორც OECD- ში აღნიშნავენ, შემზღუდავი ზომების შემსუბუქებისა და ბიზნეს საქმიანობის განახლების შემდეგ, პროდუქტმა სწრაფად მოიმატა, მაგრამ ზაფხულის თვეებში ეკონომიკის გლობალური გაჯანსაღების ტემპი ოდნავ შენელდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები