17-29 სექტემბერს RS CAR გადასახადის გადამხდელებს 14 ლოკაციაზე მოემსახურება

17-29 სექტემბერს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მოძრავი სერვისცენტრი – RS CAR – გადასახადის გადამხდელებს 14 ლოკაციაზე იმ რეგიონებში მოემსახურება, სადაც შემოსავლების სამსახურის სერვისცენტრები არ არის განთავსებული.
ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, RS CAR (მიკროავტობუსი) აღჭურვილია შემოსავლების სამსახურის სერვისცენტრებში არსებული ტექნიკური საშუალებებით. შესაბამისად, გადასახადების გადამხდელებს შესაძლებლობა აქვთ, მათთვის ხელსაყრელ დროსა და სივრცეში, დასახლებული პუნქტიდან გაუსვლელად, დროულად მიიღონ სასურველი მომსახურება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები