საქართველომ აზერბაიჯანის ვალი შეამცირა

პირველი სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოს აზერბაიჯანის 5.685 მილიონი დოლარი მართებს. აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, მიმდინარე წელს საქართველოს დავალიანება 422 ათასი დოლარით შემცირდა. სულ საქართველოს საგარეო ვალი 6.7 მილიარდ დოლარს შეადგენს, საიდანაც 6.5 მილიარდი სახელმწიფოს ვალია.

რაც შეეხება სხვა მეზობელ ქვეყნებს – თურქეთის, რუსეთისა და სომხეთის მიმართ საქართველოს ვალი წინა თვესთან შედარებით შემცირდა და, შესაბამისად, 10,959 მილიონი, 43,134 მილიონი და 5,954 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები