კახა კალაძე: შემუშავებულია განრიგი, რომ საკვების გატანის დროს საბავშვო ბაღებში რიგები არ იყოს

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მშობლებს შეუძლიათ, კონკრეტულ ბაღებში მივიდნენ და მათი შვილისთვის განკუთვნილი ორი კვირის რაციონის საკვები პროდუქტები სახლში წაიღონ.

როგორც კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, შემუშავებულია კონკრეტული განრიგი იმისთვის, რომ საკვების გატანის დროს საბავშვო ბაღებში რიგები არ იყოს.

“იცით, რომ 15 სექტემბერს სასწავლო ბაღებში უნდა დაწყებულიყო სწავლა. თუმცა, არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, საბავშვო ბაღებში სწავლის დაწყება პირველ ოქტომბრამდე გადაიდო. დაახლოებით, 3000 ბავშვზეა საუბარი, სადაც მშობლებს ექნებათ შესაძლებლობა, რომ ორი კვირის განმავლობაში მიაკითხონ კონკრეტულ ბაღებს და ის რაციონი, რაც ამ ორი კვირის განმავლობაში უნდა მიეღოთ მათ პატარებს, შეეძლებათ სახლში წაიღონ და სახლში მოუმზადონ აღნიშნული საკვები პროდუქტებით კერძები. შემუშავებულია კონკრეტული განრიგი იმისთვის, რომ საკვების გატანის დროს საბავშვო ბაღებში რიგები არ იყოს. ანალოგიური პროექტი მერიამ მარტში წარმატებით განახორციელა”, – განაცხადა კალაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები