შოთა გულბანი: აზიის განვითარების ბანკი საქართველოს ხელისუფლების მიერ პანდემიის პერიოდში გატარებულ ღონისძიებებს დადებითად აფასებს

“აზიის განვითარების ბანკი საქართველოს ხელისუფლების მიერ პანდემიის პერიოდში გატარებულ ღონისძიებებს დადებითად აფასებს”, – ამის შესახებ ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის პრეზიდენტმა, შოთა გულბანმა ბანკის მიერ რეგიონული ეკონომიკური მიმოხილვის 2020-ის შეფასებისას განაცხადა.

აზიის განვითარების ბანკის მიმოხილვაში ასევე მოცემულია საქართველოს ეკონომიკური განვითარების პროგნოზი 2020 – 2021 წლებისთვის და ქვეყნის მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა.

„აზიის განვითარების ბანკი დადებითად აფასებს საქართველოს ხელისუფლების მიერ პანდემიის პერიოდში გატარებულ ღონისძიებებს, საიდანაც აღსანიშნავია საბანკო რეგულაციებისა და გადასახადების აკრეფის შერბილება, სოციალური პაკეტების გაფართოება, კარანტინის გამო შეჩერებული ბიზნეს-საქმიანობის ფრთხილი გახსნა და შიდა ტურიზმის წახალისება”, – განაცხადა შოთა გულბანმა.

ანგარიშის თანახმად, საქართველოს ეკონომიკა 2021 წელს 4,5%-ით გაიზრდება, ხოლო კორონავირუსის პანდემიის შედეგად 2020 წელს ეკონომიკა 5%-ით შემცირდება. რაც შეეხება სამხრეთ კავკასიის რეგიონის სხვა სახელმწიფოებს – აზიის განვითარების ბანკის პროგნოზით, სომხეთის მშპ 2021 წელს გაიზრდება 3,5%-ით, ხოლო აზერბაიჯანის 1,2%-ით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები