ზაალ ანჯაფარიძე: “ჟანადარკობა” ზუგდიდში არ გამოუვიდა ქ-ნ გიულის რძალს, სანდრა რულოვსს და არც თავად მას გამოუვა

„ჟანადარკობა ზუგდიდში არ გამოუვიდა ქ-ნ გიულის რძალს, სანდრა რულოვსს და არც თავად მას გამოუვა”, – ამის შესახებ ანალიტიკოსი, ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, უცნაურად გამოიყურება „ნაცმოძრაობის” მიერ ზუგდიდში მაჟორიტარ კანდიდატად ასგზის დისკრედიტებული სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას წარდგენა და, მით უმეტეს, მისი თანხმობა.

„სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგები, მით უმეტეს, პარტიების რეიტინგები ვის მიერაც  უნდა იყოს ჩატარებული, ამა თუ იმ დოზით ასახავს საზოგადოების განწყობებსა და პრეფერენციებს და პარტიებისათვის განსჯის მასალა უნდა გახდეს. „ნაცმოძრაობა” ამ მხრივ გამონაკლისი აღმოჩნდა. რბილად რომ ითქვას, უცნაურად გამოიყურება „ნაცმოძრაობის” მიერ ზუგდიდში მაჟორიტარ კანდიდატად ასგზის დისკრედიტებული სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას წარდგენა და, მით უმეტეს, მისი თანხმობა. გასაგებია, რას არ გააკეთებ შვილის ხათრით, მაგრამ ამით რომ ისევ მისი პარტია ზარალობს და ამ ხანდაზმულ ქალბატონსაც რომ რეპუტაცია ელახება, ამაზეც ხომ უნდა იფიქროს ვინმემ, მაგრამ მოფიქრალი ხალხი ეტყობა, აღარ დარჩათ. ჟანა-დარკობა ზუგდიდში არ გამოუვიდა ქ-ნ გიულის რძალ სანდრა რულოვსს და არც თავად მას გამოუვა”, – აღნიშნავს ზაალ ანჯაფარიძე.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები