ქართული ფიტნესინდუსტრია ფუნდამენტური ცვლილების მოლოდინში – „ასპრიას“ ახალი გუნდის მიზანი

ლექსიკონში მოცემული პირდაპირი განმარტების თანახმად, ფიტნესი ისეთ ფიზიკურ აქტივობას ნიშნავს, რომელიც სხეულის გაძლიერებასა და გაჯანსაღებას უწყობს ხელს… თუმცა, ის მეტია, ვიდრე სპორტი, ვარჯიში, ჯანსაღი საკვები, დაკუნთული სხეული ან ნებისმიერი ცალკე აღებული ცნება, რომელიც ჩვენ ამ სიტყვის გაგონებისას გვახსენდება. ფიტნესი მეცნიერება, უფრო მეტიც, ცხოვრების ფილოსოფიაა, რომელიც სხეულის, სულისა და გონების ჰარმონიას გვასწავლის.

ფიტნესის არსზე მისი შექმნის ისტორიაც ბევრ რამეს ჰყვება. ის სათავეს ამერიკიდან, კერძოდ, 90-იანები წლებიდან იღებს, როდესაც ფიტნესი ბოდიბილდინგის (ფიზიკური ვარჯიშების სისტემა, რომელიც ადამიანის კუნთების განვითარება-გაზრდას ემსახურება) ალტერნატივად ჩამოყალიბდა, თუმცა მისგან განსხვავებით, ორიენტირებული იყო არა კუნთოვან მასაზე, არამედ ჯანმრთელ სხეულზე, რომელიც, არა ხელოვნური გზით მიღებული ჰორმონების დახმარებით, არამედ ვარჯიშითა და სწორი კვებით მიიღწევა.
მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში ფიტნესი ადამიანის ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ისინი, ვისაც სურთ, რომ უკეთ და დიდხანს იცხოვრონ, აუცილებლად მისდევენ ფიტნესს. იგი ორგანიზმის ნებისმიერი ნაწილის უკეთ ფუნქციონირებას უზრუნველყოფს, გვიხანგრძლივებს ახალგაზრდულობის შეგრძნებას და გვეხმარება, გავხდეთ მეტი, ვიდრე ვართ. ფიტნესი ფუნდამენტურად ცვლის ადამიანის ცნობიერებას, განწყობებს, ფასეულობებსა და რაც მთავარია, შესაძლებლობებს. მსოფლიო ფიტნესინდუსტრია ვითარდება, იხვეწება და დღითიდღე უფრო მეტ ადამიანს იზიდავს.

ცხადია, ამ მხრივ, გამონაკლისი არც საქართველოა: წლების განმავლობაში ფიტნესი ჩვენთანაც განვითარდა და გარშემო არაერთი ადამიანი შემოიკრიბა, თუმცა ცხოვრების ამ სტილმა ჯერ კიდევ ვერ მოიკიდა მყარად ფეხი. საქართველოში არაჯანსაღი ცხოვრების წესი საკმაოდ პოპულარულია, ამიტომ დღეს, როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია საუკეთესო მიდგომების დანერგვა და სხვდასხვა სურვილისა თუ საჭიროების მქონე ადამიანის ფიტნესით დაინტერესება.

ქართულ ფიტნესინდუსტრიაში მნიშვნელოვანი გარდატეხა ერთხელ უკვე მოხდა – დაახლოებით, 6-7 წლის წინ, როდესაც სპორტდარბაზები მიწისქვეშეთიდან „ამოვიდნენ“ და ადამიანებმა, სარდაფების ნაცვლად, თანამედროვე ტიპის დარბაზებში დაიწყეს სიარული. ამ ცვლილებების სადავეებთან მაშინ „ასპრიას“ გუნდი იდგა, მაგრამ ახლა საქმე უფრო სხვანაირადაა და მოსალოდნელი ცვლილებაც ბევრად უფრო მნიშვნელოვანია.

„ასპრია“ საქართველოში ფიტნესინდუსტრიის საერთაშორისო დონეზე განვითარებას აპირებს და მასშტაბურ ცვლილებებს საკუთარი თავიდან იწყებს. „ჯანსაღი ცხოვრების წესი ჯანმრთელი გარემოს გარანტიაა“ – ეს იქნება კომპანიის მიერ გადადგმული ყველაზე ნაბიჯის ლაიტმოტივი.

2013 წელს დაფუძნებული კომპანია ერთ-ერთი წამყვანი ფიტნესკლუბია, რომელმაც მრავალ გამოწვევას გაუძლო, ასე თუ ისე, საკუთარი მომხმარებელიც შეინარჩუნა და პანდემიის პირობებში, რიგი სიახლეები შესთავაზა მომხმარებელს. „ასპრიას“ დღეს ახალი გუნდი ჰყავს, რომელიც ახალი სიტყვის სათქმელად ემზადება და ბაზარზე ინოვატორული იდეებით გამოდის.

აღსანიშნავია, რონ კომპანიის ქსელი ამჟამად 5 დარბაზს მოიცავს, რომელთაგან 4 თბილისში, 1 კი, ბათუმში მდებარეობს. ახლა 2 დარბაზი – საბურთალოსა და გლდანის – დროებით დაკეტილია და მათი საფუძვლიანი განახლება მიმდინარეობს. ახალი კონცეფციის გატარებას „ასპრია“ სწორედ ამ დარბაზებიდან დაიწყებს, რომლებიც სექტემბრის ბოლოდან ეტაპობრივად გაიხსნება.

მთავარი ინოვაცია, რასაც „ასპრია“ მომხმარებლებს შესთავაზებს, ის მრავალპროფილური სივრცე იქნება, სადაც თითოეულ მათგანს სიღრმისეულად გამოიკვლევენ, შეუდგენენ მასზე მორგებულ ინდივიდუალურ პროგრამას და ვარჯიშის, უფრო სწორად, ჯანსაღი ცხოვრების შედეგებს არა მხოლოდ ფიტნესის, არამედ სამედიცინო მიმართულებითაც გაუკონტროლებენ. ასე რომ, თითოეული ადამიანის ორგანიზმს პროფესიონალი ინსტრუქტორები, დიეტოლოგები და მედიკოსები ერთობლივად შეისწავლიან მთელი იმ დროის განმავლობაში, რასაც ის „ასპრიაში“ დაჰყოფს. პარალელურად, ამ მონაცემებს ონლაინ ბაზაში ატვირთავენ იმ პლატფორმაზე, რომელზეც თითოეულ მომხმარებელს ექნება წვდომა და შეეძლება, რეგულარულად გაეცნოს იმ ცვლილებებს, რომლებიც მისმა ორგანიზმმა „ასპრიაში“ მისვლის დღიდან განიცადა.

ამ ყველაფრის კვალდაკვალ, ძირფესვიანად იცვლება ვარჯიშის სისტემა და ის ინდივიდუალურ შედეგზე გათვლილი ხდება. „ასპრიას“ მიზანიც, პირველ რიგში, შედეგია. ის უნდა იყოს სპორტულ-გამაჯანსაღებელი კლუბი, რომელიც ადამიანებს გამოწვევების გადაჭრაში დაეხმარება და საქართველოში ჯანსაღი ცხოვრების წესის, სწორი კვებისა და ჯანსაღი გარემოს დანერგვაში გარდამტეხ როლს ითამაშებს.

 

 

R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები