ნათია თურნავა: მასშტაბური დარგობრივი შეზღუდვები არ იგეგმება

“პანდემიასთან დაკავშირებით მთავრობა სრულად ვმართავთ სიტუაციას და უზრუნველვყოფთ ჩვენი ეკონომიკის ფუნქციონირების გაგრძელებას”, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

მისივე თქმით, მასშტაბური დარგობრივი შეზღუდვები არ იგეგმება.

„ჩვენ, მთავრობა სრულად ვმართავთ სიტუაციას და უზრუნველვყოფთ ჩვენი ეკონომიკის ფუნქციონირების გაგრძელებას. ასევე, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ რამდენად იცავს თითოეული ბიზნესსუბიექტი და იქ დასაქმებული ადამიანები დაწესებულ რეკომენდაციებსა და წესებს, რადგან მხოლოდ ჩვენ ამ ბრძოლას ვერ მოვიგებთ. რა თქმა უნდა, მასშტაბური კარანტინი არ იგეგმება და ჩვენ ეს არ დაგვჭირდება. არ იგეგმება მასშტაბური დარგობრივი შეზღუდვები. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ქართულ ეკონომიკას ხელი არ შეეშალოს. ვინაიდან ჩვენ უკვე გადავედით ადაპტირების ეტაპზე და ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვეულებრივი, მეტ-ნაკლებად, ნორმალური ცხოვრების რეჟიმი გაგრძელდეს, კომპანიებმა იმუშაონ, ბიზნესმა დოვლათი შექმნას, საჯარო სტრუქტურებმა შეფერხების გარეშე გააგრძელონ მუშაობა, ამ ადაპტირების პროცესში, ძირითად აქცენტს ე.წ. წერტილოვან გამოვლენაზე ვაკეთებთ“, – განაცხადა მინისტრმა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები