მეორე მსოფლიო ომის უხუცესი ვეტერანი 106 წლის გახდა

მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი, ახალქალაქის მკვიდრი, სამსონ ოგანესიანი დღეს 106 წლის გახდა. უხუცეს ვეტერანს, იუბილე, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის სამმართველოს უფროსმა, დავით ფეიქრიშვილმა მიულოცა და მას უწყებისგან სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სამსონ ოგანესიანი, ომში, 1941 წელს, ომის დაწყებისთანავე წავიდა და დასრულებამდე, 1945 წლამდე იბრძოდა, უკრაინის ფრონტზე.
“სერჟანტი სამსონ ოგანესიანი დიდების ორდენის კავალერია. მიუხედავად იმისა, რომ სამსონს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, სამსახურის წარმომადგენლის მილოცვამ ისე გაახარა, სტუმარს მასპინძლობა თავად გაუწია.
საქართველოში, დღეისათვის, მეორე მსოფლიო ომის 300-მდე ვეტერანია, რომელთაგან უხუცესი, სამსონ ოგანესიანი გახლავთ.
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური გულითადად ულოცავს უხუცეს ვეტერანს დაბადების დღეს და დღეგრძელობას და ჯანმრთელობას უსურვებს”,-ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები