ტრამპი: როდესაც მესმის სიტყვა – “რუსეთი”, ტელევიზორს ვრთავ

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, რუსეთის ფედერაციასთან კარგი ურთიერთობის შენარჩუნებაა საჭირო, ასევე, სხვა ქვეყნებთანაც. თუმცა, ტრამპის თქმით, როდესაც ტელეეთერებში რუსეთთან შეთქმულებაზე ესმის ინფორმაცია, ის ტელევიზორს რთავს.

ამის შესახებ ტრამპმა პენსილვანიაში მომხრეების წინაშე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

“თუ გამომივა რუსეთთან ურთიერთობის დალაგება – ეს კარგია თუ ცუდი? ვფიქრობ, კარგია. სხვა ქვეყნებთან ურთიერთობის დალაგება, სინამდვილეში,  კარგია და არა – ცუდი. ეს ძალიან კარგია”, – თქვა ტრამპმა.

გარდა ამისა, ტრამპმა ხაზი გაუსვა, რომ როდესაც ესმის სიტყვა –  “რუსეთი”, უბრალოდ რთავს ტელევიზორს.

“ეს სიგიჟეა”, – თქვა აშშ-ის პირველმა პირმა, მას მხედველობაში ჰქონდა მოსკოვთან “შეთქმულებასთან” დაკავშირებული გამოძიება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები